03:26 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდისაკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი

ევროპის ლიგის ფინალის სტუმრებისთვის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე კონტროლი გამარტივდა

© photo: Ministry of Finance of Georgia / FB © photo: Ministry of Finance of Georgia / FB
1 / 2
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც სასაზღვრო რეჟიმის გამარტივების საკითხი განიხილეს იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ევროპის ლიგის ფინალზე ბაქოში ჩასვლას აპირებენ.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებაზე ფეხბურთის იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ევროპის ლიგის ფინალურ მატჩზე დასასწრებად ბაქოში ჩასვლას აპირებენ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.

ფეხბურთში ევროპის ლიგის ფინალური მატჩი ლონდონურ კლუბებს „არსენალსა" და „ჩელსის" შორის 29 მაისს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. მატჩი ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედროს დროს განიხილეს და შეათანხმეს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში გულშემატკივრების ჩასვლის საკითხი ევროთასის ფინალზე. მათ ორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა საჰაერო გზით, რკინიგზითა და ავტომობილებით შეუძლიათ.

შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება გულშემატკივრებისთვის საბაჟო კონტროლის გამარტივებისა და მათთვის და მათი სატრანსპორტო საშუალებებისთვის საზღვრის გადაკვეთის განსაკუთრებული პირობების შესახებ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება, სასაზღვრო რეჟიმის წესების დაცვის უზრუნველყოფა და რიგი სხვა საკითხები.

მთავარი თემები