აზერბაიჯანმა საქართველოს ტონობით დაავადებული კარტოფილი უკან დაუბრუნა

© Pixabayკარტოფილი
კარტოფილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ საქართველოდან კარტოფილის პარტია გამოუსადეგარია.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა საქართველოს ქვეყნიდან იმპორტირებული 26 ათასი კილოგრამი კარტოფილი უკან დაუბრუნა, რადგან ის ღეროვანი ნემატოდით დაავადებული აღმოჩნდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი" სასურსათო უვნებლობის სააგენტოს პრეს-მდივნის მანსურ პირიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საბაჟო-საკონტროლო პუნქტი აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში საქართველოდან შესულ ავტომობილებს დეზინფიცირებას ჩაუტარებენ

კარტოფილის ღეროვანი ნემატოდა – ესაა მრგვალი ჭიების მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა შორის ერთ-ერთი, რომელიც, როგორც წესი, აზიანებს მცენარის, განსაკუთრებით, კარტოფილის ნიადაგში მყოფ ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის პარტიას საქართველოდან ჰქონდა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, აზერბაიჯანულმა მხარემ მაინც აიღო კარტოფილის სინჯები ლაბორატორიული გამოკვლევისთვის. შემოწმებამ აჩვენა, რომ იმპორტირებული პროდუქცია დაავადებულია.

კარტოფილის საქართველოში უკან დაბრუნების გადაწყვეტილება აზერბაიჯანის „ფიტოსანიტარიული კონტროლის შესახებ" კანონის შესაბამისად მიიღეს და ამით თავიდან აირიდეს ინფიცირებული მცენარისა და პროდუქციის ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება.

 

ყველა ახალი ამბავი
0