საქართველოს მოქალაქე სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა

© photo : press office of the SNS of RAსომხეთის უსაფრთხოების სამსახური
სომხეთის უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ოპერთანამშრომლებმა 8 კილოგრამი ჰეროინის გადაცემის დროს კონტრაბანდისტები დააკავეს

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოქალაქე დააკავეს სომხეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

კერძოდ, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც ირანიდან საქართველოში ნარკოტიკების დიდი პარტიის შეტანას ცდილობდა.

ნარკოტიკების განადგურება - Sputnik საქართველო
შსს-მ 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

ოპერთანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ირანის მოქალაქემ მ. ი.-მ ისლამურ რესპუბლიკაში 8 კგ ჰეროინის შეიძინა, რის შემდეგაც, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ შეაღწია სომხეთის ტერიტორიაზე. ის აღნიშნული ტვირთით გაემართა ერევნის მიმართულებით, სადაც ის დააპატიმრეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ჯგუფი აკონტროლებდა.

უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ ჰეროინის დამკვეთები იყვნენ სომეხი მოქალაქე ნ. ხ. და საქართველოს მოქალაქე დ. კ., რომლებიც ნარკოტიკების გადაცემის დროს დააკავეს. ისინი აპირებდნენ საქართველოში ნარკოტიკების შეტანას და რეალიზებას.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სამივე პირი დაკავებულია.


ყველა ახალი ამბავი
0