ქართული გაზსადენი რეგიონებში აზერბაიჯანულ კომპანიას მიჰყიდეს

© photo : SOCARკომპანია SOCAR-ის სადგურები საქართველოში
კომპანია SOCAR-ის სადგურები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
SOCAR Georgia Gas-მა საქართველოს რეგიონებში 21,3 მლნ ლარად 594 კილომეტრი გაზსადენი შეისყიდა

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის რიგ რაიონებში გაზსადენი კომპანია SOCAR Georgia Gas-ს მიჰყიდეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ-კომპანიის შვილობილმა სტრუქტურამ 21,3 მლნ ლარად 594 კილომეტრი გაზსადენის ქსელი შეისყიდა. კერძოდ, აზერბაიჯანულმა კომპანიამ მიიღო კონტროლი კასპის, გარდაბნის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლაგოდეხის, ახმეტისა და ონის რაიონების ტერიტორიებზე განთავსებულ გაზსადენზე.

გარიგების პრიობების თანახმად, კომპანიის მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება სრულად გადახდილი 48 თვის განმავლობაში უნდა იყოს.

გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
მაღალმთიან აჭარაში მაგისტრალური გაზსადენი აშენდება

ნავთობის კვლევის ცენტრის Caspian Barrel ხელმძღვანელის, ილჰამ შაბანის განცხადებით, SOCAR Georgia Gas თავის აქტივებს პერიოდულად ამდიდრებს როგორც ახალი გაზსადენის მშენებლობით, ისე რეგიონული გაზსადენის შესყიდვით. მისი თქმით, გაზსადენების შეძენა და მშენებლობა კომპანიის ღირებულებას საქართველოში ზრდის.

ამას გარდა, SOCAR Georgia Gas-ი, რეგიონული გაზსადენის შესყიდვით, იძენს უფლებას არა მარტო მიაწოდოს ბუნებრივი გაზი მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელების მეშვეობით (თბილისის გარდა), არამედ მიიღოს შესაძლებლობა, განახორციელოს სატრანსპორტო მომსახურება საქართველოში გაზის მიწოდების მხრივ, აღნიშნა ექსპერტმა.

(SOCAR-მა საქართველოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის სფეროში საქმიანობა საქართველოში 2006 წელს დაიწყო. ის დღესდღეობით ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს 600 ათასზე მეტ აბონენტს ქვეყნის მასშტაბით. საქრათველოში ფუნქციონირებს მომხმარებლის მომსახურების 45 სერვის-ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0