"ყარაბაღმა" უეფას თბილისში პროვოკაციების თავიდან აცილება სთხოვა

© photo: Sputnik / Murad Orujov"სამტრედიის" გოლკიპერმა ომარ გიგინეიშვილმა კარი გადაარჩინა
სამტრედიის გოლკიპერმა ომარ გიგინეიშვილმა კარი გადაარჩინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე საფეხბურთო კლუბ "ყარაბაღისა" და უეფას წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებას აღკვეთს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. "სამტრედიის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ "ყარაბაღის" წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს უეფას, რათა საქართველოში მცხოვრები სომხების მხრიდან შესაძლო პროვოკაცია თავიდან იქნას აცილებული, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყარაბაღის მოთამაშემ აფგან ისმაილოვმა მეათე წუთზე ანგარიში გახსნა - Sputnik საქართველო
ჩემპიონთა ლიგა: როგორ დაამარცხა "ყარაბაღმა" "სამტრედია"

ქალაქ აღდამის კლუბის წარმომადგენლები უეფასა და "სამტრედიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტადიონზე სომხეთისა და ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშების შეტანა აიკრძალოს.

ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მაქსიმალურად შეეცდება პროვოკაციული ქმედებები აღკვეთოს.

"სამტრედიასა" და "ყარაბაღს" შორის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო თამაში თბილისში ბორის პაიჭაძის სტადიონზე 18 ივლისს გაიმართება. დასაწყისი — 21:00 საათზე.

აზერბაიჯანში ერთი კვირის წინ გუნდებს შორის შემდგარი მატჩი "ყარაბაღის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა — 5:0.

ყველა ახალი ამბავი
0