01:48 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
კავკასია

სომხეთი თბილისელი ფილანტროპის მანთაშევის 170 წლისთავს აღნიშნავს

კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
9102

სომხეთის მრეწველების და მეწარმეების კავშირმა სომხეთის ბანკების კავშირთან ერთად 2011 წელი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის სომეხი ნავთობმაგნატის და ფილანტროპის, თბილისელი ალექსანდრე მანთაშევის წლად გამოაცხადა, განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის მრეწველებისა და მეწარმეების კავშირის თავმჯდომარემ არსენ კაზარიანმა.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხეთის მრეწველების და მეწარმეების კავშირმა სომხეთის ბანკების კავშირთან ერთად 2011 წელი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის სომეხი ნავთობმაგნატის და ფილანტროპის, თბილისელი ალექსანდრე მანთაშევის წლად გამოაცხადა, განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის მრეწველებისა და მეწარმეების კავშირის თავმჯდომარემ არსენ კაზარიანმა.

”მანთაშევის წელი მისი დაბადებიდან 170 და გარდაცვალებიდან 70 წელს ეძღვნება. ეს მრგვალი თარიღები ამ ცნობილი მეწარმის და ქველმოქმედის ცხოვრების და მოღვაწეობის ღირსეულად წარმოჩენის, მისი ხსოვნის უკვდავყოფის კარგი საბაბია”, - განაცხადა კაზარიანმა.

მისი თქმით, მანთაშევის წლის ფარგლებში დაგეგმილია მისი ზოგიერთი წიგნის გამოცემა, მისი ბიუსტის დადგმა, საერთაშორისო სამეცნიერო კოფერენციის ჩატარება დიასპორიდან მეწარმეების მონაწილეობით თემაზე ”21-ე საუკუნე: სომხური ბიზნესი და სომეხი ბიზნესმენის სახე”.

ალექსანდრე მანთაშევი 1842 წელს თბილისში დაიბადა. იყო ნავთობმაგნატი და ფილანტროპი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მანთაშევი 1911 წლის 19 აპრილს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა.

მთავარი თემები