საქართველოში ბავშვები საიმედოდ არიან დაცული

საქართველოში ბავშვები საიმედოდ არიან დაცულები
საქართველოში ბავშვები საიმედოდ არიან დაცულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „ბავშვთა უფლებების კოდექსი“, რომელიც მოიცავს ბავშვებისა და მათი მშობლების ყოველმხრივი დაცვისა და მხარდაჭერისკენ მიმართულ ათობით პროგრამას.

კოდექსის პროგრამები იზრუნებენ ბავშვებზე მათი დაბადებიდანვე: მშობლებს კონულტაციები ჩაუტარდებათ ოჯახური თანაცხოვრების, ჯანმრთელობისა და ბავშვთა კვების ყველა საკითხზე, ასევე უზრუნველყოფენ ფსიქოლოგის მომსახურებას. ბავშვს წლების განმავლობაში ყველანაირად დაეხმარებიან განათლების მიღებაში, სოციალიზაციაში, სპორტსა და მოხალისეობაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის ფორმირების მიზნით, ასევე სოლიდარობისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობების გაღვივებაში.

ყველა ახალი ამბავი
0