00:03 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
კარიკატურები

დაზოგეთ ყავა კრიზისის დროს

კარიკატურები
მოკლე ბმულის მიღება
10910

საქართველოში, გარდა აუცილებელი პროდუქტებისა, ყავის მომარაგებაც დაიწყეს. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, კორონავირუსის პანდემიის დროს ასე იქცევიან სხვა ქვეყნებშიც.

დაზოგეთ ყავა კრიზისის დროს

კორონავირუსის პანდემიის დროს ყავის ფასები ახლო მომავალში შესაძლოა გაიზარდოს, იუწყება უცხოური მასმედია. საქმე ისაა, რომ პანდემიის გამო მიღებულმა საკარანტინო ზომებმა სასმელზე მოთხოვნილების ზრდა გამოიწვია. მართალია, კაფეებსა და რესტორნებში ყავას ახლა ვერავინ დალევს, თუმცა პროდუქტის შეძენა მაღაზიებშია შესაძლებელი.

ყავის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICO) შესყიდვების გაზრდას „პანიკურად“ მიიჩნევს. ამავდროულად მოთხოვნის ზრდის გამო ყავის იმპორტიორებმა ასევე გაზარდეს მიწოდება. გაჩნდა საშიშროება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის ყავის მოსავლის აღება საკარანტინო ზომებისა და შეზღუდვების ფონზე.

ბაზარზე მიმწოდებლები შიშობენ, რომ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ყავა მოჰყავთ, შესაძლოა პრობლემების წინაშე დადგნენ. ბრაზილიასა და კოლუმბიაში მოსავლის აღება უნდა დაიწყოს აპრილის ბოლოსთვის. თუ ამ ქვეყნებში ამ დროისათვის კარანტინი გაგრძელდება, როგორ აისახება ეს მოსავლის აღების პროცესზე? ასეთი ეჭვები ასევე მოქმედებს ბაზარზე ყავის ფასების ცვლილებაზე.

ხანგრძლივ პერსპექტივაში ყავის ფასები დიდად არ გაიზრდება და ვარდნასაც კი დაიწყებს, მიაჩნიათ ექსპერტებს. ამის მიზეზი ისაა, რომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის გამო მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება.

 

  • არჩევნებზე - როგორც ომში!
    Last update: 19:21 28.10.2020
    19:21 28.10.2020

    არჩევნებზე – როგორც ომში!

    შაბათს საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩატარდება. COVID-19-ის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების შესაბამის ზომებს მიიღებენ

    71
  • ვინც პირბადიანია, ის დაცულია
    Last update: 19:37 30.09.2020
    19:37 30.09.2020

    ვინც პირბადიანია, ის დაცულია

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმდენად უფრთხის დაავადებას, რომ პირბადეს ქუჩაშიც იყენებს

    136
  • „კორონასკეპტიკოსები“ VS „კორონამორწმუნეები“
    Last update: 11:20 22.09.2020
    11:20 22.09.2020

    „კორონასკეპტიკოსები“ VS „კორონამორწმუნეები“

    COVID-19-ის პანდემიამ საქართველოში საზოგადოება ორ ბანაკად გაყო: ნაწილს ეშინია კორონავირუსის, მეორე ნაწილი კი საფრთხეს გამოგონილად მიიჩნევს

    85
  • ოხ ეს სკოლა! ოხ ეს ბავშვები!
    Last update: 11:38 15.09.2020
    11:38 15.09.2020

    ოჰ ეს სკოლა! ოჰ ეს ბავშვები!

    საქართველოს დიდ ქალაქებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებში სწავლება დისტანციურად დაიწყო

    100

მთავარი თემები