სეირნობის ნაცვლად – კარანტინი!

სტუმრად წასვლის ნაცვლად - კარანტინი!
სტუმრად წასვლის ნაცვლად - კარანტინი! - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში სამშაბათიდან კარანტინი და საკომენდანტო საათი ამოქმედდება. თბილისის მკვიდრების ერთ-ერთი უმთავრესი შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გარეთ გამოსვლა იქნება.

კარანტინის ფარგლებში, რომელიც 31 მარტის დილის 8 საათიდან დაიწყებს მოქმედებას, წესდება საკომენდანტო საათიც. სრულად შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ტაქსის მუშაობაზე მკაცრი რეგლამენტი წესდება: ტაქსით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ ორ მგზავრს და მხოლოდ უკანა სავარძელზე. იკეტება მსხვილი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი.

ქალაქების შესასვლელებში მოეწყობა საკონტროლო-გამშვები პუნქტები, შესაძლებელია საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილება, თუმცა მხოლოდ საპასპორტო და სამედიცინო შემოწმების შემდეგ.

ყველა მოქალაქე ვალდებულია თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ყველასთვის, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისათვის, გარეთ გამოსვლა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0