გამხდარ ძროხებს საზღვარგარეთ არ გაიყვანენ

გამხდარ ძროხებს საზღვარგარეთ არ გაიყვანენ
გამხდარ ძროხებს საზღვარგარეთ არ გაიყვანენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე გაყვანის შეზღუდვებს ამკაცრებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე მოამზადა პროექტი, რომელიც საექსპორტო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წონის 140-დან 200 კგ-მდე გაზრდას მოიაზრებს. სამინისტრო გადაწყვეტილებას განსახილველად წლის ბოლოს წარადგენს.

„ჩვენ უკვე მრავალი თვეა ვამბობთ, რომ საქართველოში ხორცის დეფიციტია. სასაკლაოები ჩივიან, რომ მათ უფრო და უფრო უჭირთ საქონლის მოძიება. ეს რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. პირველ რიგში, ეს ექსპორტის მაჩვენებელია, როდესაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასაყიდად გაიყვანეს დაახლოებით 500 ათასი სული. ბუნებრივია, ზუსტად ამან განაპირობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირება საქართველოში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0