საქართველოს დედაქალაქში ტაქსების რეფორმამ მოულოდნელი შედეგები გამოიღო. პარტია „გირჩმა“ პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოიყვანა სხვადასხვა ფერის მანქანები წარწერით „შმAXI“ და განაცხადა, რომ კლიენტებს შეუძლიათ მათი გაჩერება ქუჩაში. პოლიციამ ასეთი ავტომობილების მძღოლებს უკვე გამოუწერა ჯარიმები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ შემდგომში საპროტესტო აქციებს თბილი წყლით დაშლიან. ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ აქციაზე არავინ დაშავდეს, თუმცა ოპოზიცია პოლიციას ყოველ ჯერზე ძალის გამოყენებას აიძულებს
საქართველოში დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის გაყიდვა იწყება. აცრის გაკეთება შესაძლებელია იმუნიზაციისა და პრევენციის ცენტრში ან პოლიკლინიკებში
თბილისში უკვე ათ დღეზე მეტია ოპოზიციის პროტესტი არ ნელდება. ერთი კვირის წინ მათ ახალი სიმბოლო შექმნეს – ბოქლომები და ჯაჭვები, რომლებსაც მომიტინგეები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს ადებენ