10:17 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (71)
111 0 0

ბიულეტენები არასწორად გაიცა, რადგან იქ სპეციალური უბანი იყო, შესაბამისად, კენჭისყრა გაუქმდა, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მცხეთა-მთიანეთის საოლქო კომისიამ ქსნის საპატიმროს უბანში მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად – რეგიონში მეორე ტური ჩატარდება, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

წინასწარი მონაცემებით ცნობილი იყო, რომ მეორე ტური 16 ოლქში გაიმართებოდა, საიდანაც რვა – თბილისში. ამ მონაცემებით მცხეთის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებდა.

„სულ ახლახან მცხეთაში დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა... იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს“, – განაცხადა ჟვანიამ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, ბიულეტენები არასწორად იყო გაცემული, რადგან იქ სპეციალური უბანი იყო, შესაბამისად, კენჭისყრა გაბათილდა.

ბოლო მონაცემებით, ქსნის ციხის უბანში კენჭისყრის შედეგების გაუქმებამდე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატი შალვა კერესელიძე ხმების 50,22%-ს იღებდა, ხოლო მისი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან" ცეზარ ჩოჩელი – 33,37%-ს.

ამასთან, მიუხედავად ახალი გადაწყვეტილებისა, არჩევნების შედეგების აღიარებაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი. ისინი ასევე არ აპირებენ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (71)

მთავარი თემები