„მზად ვარ, თავი მსხვერპლად შევწირო“ – სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების პირობა დაასახელა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს–პრეზიდენტის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები ერთხმად შეთანხმდებიან, რომ მისი ჩამოსვლა საჭიროა, მაშინ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გამოფრინდება სამშობლოში.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, ის საქართველოში პირველივე რეისით გამოფრინდება, განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, პარლამენტში გადიან „ქართული ოცნება“ (48,05%), ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,07%), რომლის შემადგენლობაშიც შედის „ნაციონალური მოძრაობა“.

„თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, რამეს მოვიფიქრებ... თუ არავინ იტყვის, რომ „სააკაშვილმა ჩვენი დიდი გეგმები ჩაშალა“. მე ვარ მზად, ვიყო ერთ–ერთი მათგანი. მე არ მჭირდება რამე თანამდებობა, მზად ვარ, ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

არჩევნები 2020 - Sputnik საქართველო
თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს

ამავე დროს, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ უკვე განაცხადა არჩევნებზე თავისი გამრჯვების შესახებ. პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მოქმედი კანონდებლობით „ოცნებას“ პირველი ტურში აქვს 76 მანდატი.

მისი თქმით, ეს საბოლოო შედეგები არ არის და ხმების დათვლა გრძელდება, მაგრამ ვითარების კარდინალური ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

ამ წუთებში ქართული ოპოზიციის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში არიან შეკრებილი და მოქმედებების გეგმას სახავენ.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. მოქალაქეებმა 150 დეპუტატიდან 120 პროპორციული სიებით, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0