ცესკო: დათვლილია ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი

© photo: Sputnikსაარჩევნო ურნა
საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ამ დროისთვის დათვლილია ხმების 97,09%, ანუ 3847 საარჩევნო უბნიდან 3735 უბნის მონაცემები

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 3735 საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 97,09%.

„ქართული ოცნების“ მაჩვენებელი თანდათანობით იკლებს. თავდაპირველად მმართველ პარტიას ხმების 54%–ზე მეტი ჰქონდა.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 48.05%
  • „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.07%
  • „ევროპული საქართველო“ – 3,79%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,18%
  • „ლელო“ – 3,17%
  • „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%
  • „გირჩი“ – 2,92%
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,34%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. 

ყველა ახალი ამბავი
0