CDD - კენჭისყრის პროცესმა, მთლიანობაში, მშვიდ გარემოში ჩაიარა

© Sputnik / Shota Nozadzeარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი დარღვევები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მთლიანობაში კენჭისყრის პროცესი კი იყო გამჭვირვალე, აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. მიუხედავად პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, 31 ოქტომბრის კენჭისყრის პროცესმა უმეტესად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა, ნათქვამია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი ნების დაფიქსირება. კენჭისყრის პროცესი კი იყო გამჭვირვალე.

„კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე და საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მიუხედავად პანდემიის მდგომარეობისა, ძირითადი პროცედურების დაცვით უზრუნველყვეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ყურადღებასა და რეაგირებას საჭიროებს ის მცირედი დარღვევები, რომელიც საარჩევნო გარემოზე უარყოფითად მოქმედებდა.

ცესკო - Sputnik საქართველო
საია უკმაყოფილოა: ახალგაზრდა იურისტები ცესკო-ს მუშაობას უარყოფითად აფასებენ

„სამწუხაროა და კვლავ გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა და საარჩევნო სუბიექტის აქტივისტების, ეგრეთ წოდებული კოორდინატორების მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც „ჟურნალში“ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. აღნიშნული ზრდიდა დაძაბულობას და რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცის ინფორმაციით, დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი დარღვევები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ამასთან დაკავშირებით მათ არაერთხელ მოუწოდეს საარჩევნო სუბიექტებს ეთიკური სტანდარტების დაცვისა და სიმშვიდისკენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:

  • ყუთების გახსნამდე ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გაცემულ საარჩევნო ბიულეტენებს შორის აშკარა შეუსაბამობის ფაქტები;
  • კენჭისყრის პროცესის დასრულების შემგომ საარჩევნო ყუთის ჭრილის დალუქვის წესების დარღვევის შემთხვევები;
  • დათვლის პროცესში უბანში მყოფი პირების დასწრება რეგისტრაციის გავლის გარეშე; დამკვირვებლებისა და სხვა უფლებამოსილი პირების შენობაში შეშვებაზე უარის ფაქტები და სხვ.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0