ცესკო: თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

© photo: press-service of the CEC of Georgiaცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებული დედაქალაქის რვა უბნიდან არც ერთში არ გამოვლენილა, თუმცა ყველგან, ერთის გამოკლებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო. ასეთია ცესკოს მონაცემები ბიულეტენების 80,22%–ის დათვლის შემდეგ.

საპარლამენტო არცევნები 2020 - Sputnik საქართველო
ცესკოს ახალი მონაცემები: დათვლილია ხმების 72%–ზე მეტი – „ოცნების“ პროცენტები იკლებს

კანონმდებლობით, თუ რომელიმე კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50%–ს პლუს 1 ხმა, მეორე ტური ინიშნება. მეორე ტური არჩევნების დღიდან მესამე შაბათს ჩატარდება და მისი შედეგები კენჭისყრიდან მაქსიმუმ 19 დღეში უნდა იყოს ცნობილი.

ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები თბილისში შვიდ ოლქში ლიდერობენ, მაგრამ 50+1 ვერც ერთმა ვერ დააგროვა.

წინასწარი მონაცემებით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ხმები9 ამგვარად გადანაწილდა:

მთაწმინდა–კრწანისი

„ქართული ოცნება“ – ბექა ოდიშარია – 47,7%

„ევროპული საქართველო – ძალა ერთობაშია“ – შალვა შავგულიძე – 28,69%

საბურთალო

„ქართული ოცნება“ – დავით სერგეენკო – 44,17%

„მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 18,73%

ვაკე

„ქართული ოცნება“ – ნოდარ ტურძელაძე – 41,46%

 „ევროპული საქართველო – ძალა ერთობაშია“ – ელენე ხოშტარია – 35,37%

ისანი

„ქართული ოცნება“ – კახა კახიშვილი – 47%

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – ხატია დეკანოიძე – 25,45%

სამგორი

„ქართული ოცნება“ – სოზარ სუბარი – 46,61%

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – ლევან ხაბეიშვილი – 38,23%

ნაძალადევი

„ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილი – 45,12%

„ლეიბორისტული პარტია – ძალა ერთობაშია“ – შალვა ნათელაშვილი – 25,17%

დიდუბე–ჩუღურეთი

„ქართული ოცნება“ – გია ვოლსკი – 44,91%

დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე – 19,75%

გლდანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – ნიკა მელია – 43,8%

 „ქართული ოცნება“ – ლევან კობიაშვილი – 43,1%

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.

მაჟორიტარული ოლქების შედეგები საქართველოს დიდ ქალაქებში>>

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0