ცესკოს ახალი მონაცემები: დათვლილია ხმების 72%–ზე მეტი – „ოცნების“ პროცენტები იკლებს

© Sputnik / STRINGERსაპარლამენტო არცევნები 2020
საპარლამენტო არცევნები 2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ამ დროისთვის დათვლილია ხმების 72,45%, ანუ 3847 საარჩევნო უბნიდან 2787უბნის მონაცემები

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 2787საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 72,45%.

„ქართული ოცნების“ მაჩვენებელი თანდათანობით იკლებს. თავდაპირველად მმართველ პარტიას 54%–ზე მეტი ჰქონდა.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 48.51%
  • „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.15%
  • „ევროპული საქართველო“ – 3,8%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,28%
  • „ლელო“ – 3,23%
  • „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%
  • „გირჩი“ – 3,07%
  •  „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,41%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1,02%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საპარლამენტო არჩევნები 2020 - Sputnik საქართველო
მაჟორიტარული ოლქების შედეგები საქართველოს დიდ ქალაქებში

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0