შსს–ს საგანგებო ბრიფინგი: დანაშაულები და დაკავებები არჩევნების დღეს

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBშინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. დაკავებულია ცხრა პირი.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების დღეს სულ სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო გამოძიება, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საბანაძის ინფორმაციით, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციის კუთვნილ 16 ფაქტზე.

მისი განცხადებით, პოლიციამ არჩევნების მიმდინარეობისას ცხრა პირი დააკავა.

„დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა საბანიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები“, – განაცხადა საბანიძემ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ჩხუბი, ინციდენტები და პირველი შედეგები: როგორ ჩაიარა არჩევნებმა საქართველოში

კახა საბანაძემ მადლობა გადაუხადა მათ აქტიური თანამშრომლობისთვის, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0