ცესკოს ახალი მონაცემები: დათვლილია ხმების 66,44 პროცენტი

© Sputnik / Alexander Imedashviliცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ამ დროისთვის დათვლილია ხმების 66,44%, ანუ 3847 საარჩევნო უბნიდან 2 556 უბნის მონაცემები

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 2 252 საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 66,44%.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 48.8%
  • „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.07%
  • „ევროპული საქართველო“ – 3,79%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,23%
  • „ლელო“ – 3,23%
  • „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,14%
  • „გირჩი“ – 2,99%
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,38%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1,03%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0