ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაზე უარს ამბობს

© Sputnik / Vladimir Umikashviliალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამავე დროს პარტია „მოქალაქის“ ლიდერი მზადაა თანამშრომლობისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყველა საკითხში

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი, პარლამენტში გასვლის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას არ ვაპირებთ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი დამოკიდებულებებით ვიქცევი ხოლმე პოლიტიკაში, მაგრამ ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რაც იქნება, იმ საკითხზე ვითანმშომლებ ყველასთან... ველოდებით, ხმის დათვლის პროცესი მიდის. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს, ვინც კორონავირუსის ფონზე არ დაიზარა და წავიდა არჩევნებზე. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ჩვენ აგვირჩია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო ახალ მონაცემებს აქვეყნებს

პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მთელ საარჩევნო კამპანიაზე მისმა პარტიამ 150 ათას ლარზე მეტი დახარჯა მაშინ, როცა სხვა პარტიებმა – მილიონები. ელისაშვილმა არ გამორიცხა, რომ საბურთალოს რაიონში, სადაც ის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, მეორე ტური ჩატარდეს.

„დიდი ალბათობით, საბურთალოზე იქნება მეორე ტური. პირველადი შედეგებით, მეორე ტურში ვიქნებით მე და ბატონი სერგეენკო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პოლიტოლოგმა, ჟურნალისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილმა საკუთარი პარტიის შექმნის შესახებ ამა წლის მაისში განაცხადა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ 1,34% იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0