ცესკო ახალ მონაცემებს აქვეყნებს

გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ამ დროისთვის 3847 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 252 უბნის მიხედვით.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 2 252 საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 58,52%.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 49.32%
  • „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 25.94%
  • „ევროპული საქართველო“ – 3,77%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,26%
  • „ლელო“ – 3,16%
  • „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,1%
  • „გირჩი“ – 2,87%
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,34%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1,03%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0