04:09 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
35 0 0

31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებისთვის საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები ჩამოვლენ, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიამ გაართულა. კერძოდ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა გადაწყვიტა საქართველოში არჩევნების დღისთვის არ გამოგზავნოს 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი. დამკვირვებლებს არ აგზავნის ევროპარლამენტიც. 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია დეპუტატ ტინი კოკსის (ნიდერლანდები) ხელმძღვანელობით საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და 1 ნოემბრამდე საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დროს იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის წარმომადგენელი – ევროპის საბჭოს სამართლებრივ საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი.

ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია დარეგისტრირებული.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები