თბილისი, 10 მაისი – Sputnik. მოსკოვი მზადაა ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ერთი პირობით: მომლაპარაკებელი უნდა იყოს ისეთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც არ გაუკეთებია შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მისამართით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამარჯვების დღის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ევროპელებმა თავად აირჩიონ ისეთი ლიდერი, რომელსაც ენდობიან და რომელსაც ჩვენზე არანაირი სისაძაგლე არ უთქვამს. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე“, - ხაზი გაუსვა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შესაძლო ევროპელი თანამოსაუბრის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, რუსეთის ლიდერმა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ახსენა.
„პირადად ჩემთვის, ბატონი შრიოდერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი, უფრო სასურველია“, - უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა თანდათან იწყებს რუსეთთან კონტაქტების ძიებას, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ უკრაინის კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ძალიან ძვირი დაუჯდებათ.
მისი თქმით, დასავლეთში არიან ჭკვიანი პოლიტიკოსები, რომლებიც იაზრებენ მიმდინარე მოვლენების აზრს. სახელმწიფოს მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ძალები საბოლოოდ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში ან საკუთარ ხელში აიღებენ მას ევროპული ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერით.