თბილისი, 10 მაისი — Sputnik. აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოშეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინისჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "გამომშრალი მარიხუანა" ნივთტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.