თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. შესაბამის დომკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მოაწერა ხელი.
მთავროის მეთაურის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
საქართველოს პარლამენტმა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მინისტრების რაოდენობა ორამდე გაიზარდა, მესამე მოსმენით მხარი გუშინ დაუჭირა.
ამასთან ცვლილებები არ ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას და მის მატერიალურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საკუთარ თავზე მთავრობა აიღებს.
განათლებით იურისტმა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. შემდეგ მან ადვოკატის ლიცენზია მიიღო და 2007-2014 წლებში "თბილისის იურიდიული ცენტრის" მმართველი პარტნიორი და ადვოკატი იყო. შემდეგ მან საკუთარი კომპანია — "მდინარაძე და პარტნიორები" დააფუძნა.
მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე ყოფნისას მან საზოგადოებას არაერთი კორუფციული სკანდალის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და უცხოური ძალების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის ფაქტების გამოვლენით დაამახსოვრა თავი.