თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ბავშვები 1560 შემთხვევაში გახდნენ ძალადობის მსხვერპლი.
უწყების სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით ძალადობის სახეობების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
ფიზიკური ძალადობა – 329 ბავშვი;
ფსიქოლოგიური ძალადობა – 594 ბავშვი;
სექსუალური ძალადობა – 170 ბავშვი;
უგულებელყოფა – 381 ბავშვი;
იძულება – 18 ბავშვი;
ეკონომიკური ძალადობა – 3 ბავშვი;
შრომითი ექსპლუატაცია/ადამიანებით ვაჭრობა– 3 ბავშვი;
სექსუალური ექსპლუატაცია/ადამიანებით ვაჭრობა – 6 ბავშვი;
სხვა – 56 ბავშვი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 1373 პირი იქნა აღიარებული, რომელთაგან 607 ოჯახში ძალადობის, 180 სექსუალური დანაშაულის, ხოლო 190 მუქარის მსხვერპლი იყო.