ბინის გადაფორმება მოთხოვა: რაჭაში ყაჩაღობაზე ერთი პირი დააკავეს

ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. პოლიციამ რაჭაში ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 42 წლის პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას, 85 წლის მოხუცს და მის მეუღლეს, ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა.
ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.