თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პოლიციამ 39 წლის პირი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 68 წლის ბრალდებული საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.
ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოჩენილია, მალულად მოთავსებული - 247 აბი "სუბოქსინი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.