საკადრო გადაადგილებები მთავრობაში: ვინ ჩაუდგება სათავეში შსს-ს და სუს-ს?

შინაგან საქმეთა ახალი მიჭისტრი აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი გახდება
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა და იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ძალოვან უწყებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ჩაუდგება სათავეში.
რაც შეეხება სუს-ის ყოფილ უფროს მამაუკა მდინარაძეს, იგი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს, ასევე ჩაიბარებს ვიცე-პრემიერის პორტფელს.