საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში - ლიდერი ქვეყნების ტოპ-ხუთეული

წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით რუსეთის მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან, 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანას ეწვია 230,7 ათასი რუსეთის მოქალაქე, რაც 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5,2%-ით მეტია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი რეკორდულ მაჩვენებელს, 997,5 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.
ლიდერი ქვეყნები ვიზიტების მიხედვით
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა - 238,368, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,8%-ით მეტია.
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ქვეყნების ტოპ-5

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

ზრდა, %

თურქეთი

238,4

5,8

რუსეთი

230,7

5,2

სომხეთი

160,5

-11,2

ისრაელი

66,7

-17,5

აზერბაიჯანი

59,6

-8,1

რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში ქვეყნის სახმელეთო გზით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 53,1%.
ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (უცხოელების 46,1%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც 393,6 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა.