ნიკოლაი სვენტიცკის სიკვდილის შემდეგ კირილ ლავროვის სახელობის პრემია მიენიჭა

გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, გამოჩენილი თეატრისა და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკი 2026 წლის 3 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ცნობილ თეატრალურ და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკის სიკვდილის შემდეგ რუსეთში კირილ ლავროვის სახელობის საერთაშორისო პრემია „რუსული კულტურის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის“ მიენიჭა.
დაჯილდოების ცერემონია სანკტ-პეტერბურგში, თავრიდის სასახლეში გაიმართა. ჯილდო გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორს ვალერი ხარიუტჩენკოს გადაეცა. ლაურეატებს შორის იყვნენ ვლადიმირ სპივაკოვი, ბორის ეიფმანი და ვალერი ფოკინი.
ნიკოლაი სვენტიცკის კირილ ლავროვის სახელობის საერთაშორისო პრემია მიენიჭა
გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, გამოჩენილი თეატრისა და საზოგადო მოღვაწე, ნიკოლაი სვენტიცკი 2026 წლის 3 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.
ნიკოლაი სვენტიცკი თბილისში, 1956 წლის 4 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა კუიბიშევის სახელობის კულტურის ინსტიტუტი. 1986 წელს გახდა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის მთავარი ადმინისტრატორი. 2005 წლიდან მისი გენერალური დირექტორი იყო. სვენტიცკი იყო საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „რუსული კლუბის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
ნიკოლაი სვენტიცკის კირილ ლავროვის სახელობის საერთაშორისო პრემია მიენიჭა
წლების განმავლობაში ასზე მეტი კულტურული პროექტი განახორციელა, რომელთა მიზანი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაუმჯობესება, ორი ქვეყნის ხალხების დაახლოება და რუსული კულტურისა და რუსული ენის პოზიციების განმტკიცება საქართველოში.
თბილისში ნიკოლაი სვენტიცკი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
მისი ძალისხმევით თბილისში გაიმართა ალისა ფრეინდლიხის, სერგეი იურსკის, ევგენი ევტუშენკოს, ოლეგ ბასილაშვილის, კირილ ლავროვის, ნიკოლაი კარაჩენცოვის და კულტურის სხვა მოღვაწეების შემოქმედებით საღამოები.
მისი ეგიდით თბილისში გამოიცემოდა პოეზიისა და პროზის წიგნები, ასევე იმართებოდა ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები, რომლებიც ეძღვნებოდა მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებსა და გამოჩენილი რუსი კულტურული მოღვაწეების იუბილეებს.