თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებული, რომელიც 52 წლისაა, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.