თბილისი, 29 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ 43 წლის წარსულში ნასამართლევი პირი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 25 წლის თურქეთის მოქალაქე საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა ხელბარგისა და პირადი შემოწმებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის, „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“.
გამოძიება სსკ-ის 260 -ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.