აჭარაში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 28 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის, 34 წლის პირი კი დამნაშავის მიერ საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
ამჟამად დაკავებულთა მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.