თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჩართული იყო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემაში და აიძულებდა 20 წლის პირს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა შემდგომში მათი რეალიზაციის მიზნით.
მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდეუბლი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გარდა ამისა, ბრალდებულს 20 წლის პირის მობილურ ტელეფონზე ჰქონდა წვდომა, რაც საშუალებას აძლევდა მისი გადაადგილება ეკონტროლებინა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული მას ფიზიკურად უსწორდებოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე ტერცია, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.