უპრეცედენტო სპეცოპერაცია აჭარაში - არიან დაშავებულები

მედიის ცნობით, სპეცოპერაციის დროს 75 წლის ქალი დაშავდა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება მედია
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. აჭარაში დილიდან უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ასობით თანამშრომელი მონაწილეობს, იუწყება „რუსთავი 2“.
არაოფიციალური ინფორმაციით, ოპერაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში მიმდინარეობს, სადაც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ბრალდებით 80-მდე ადამიანია დაკავებული.
მედიის ცნობით, სპეცოპერაციის დროს 75 წლის ქალი დაშავდა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.
გარდა ამისა, ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დაკავებამდე ორმა მამაკაცმა - ძმებმა - თვითდაზიანებები მიიყენეს.
ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.