პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქეები დააკავა

ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 40 და 27 წლის ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.