თბილისი, 15 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მამაკაცს, რომელიც წარსულში უკვე იყო ნასამართლევი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც 86 წლის დედას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
დაშავებული ქალბატონი მძიმე დაზიანებებით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.