გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს

გერმანიაში უვიზო რეჟიმის წესების დარღვევით მყოფი საქართველოს მოქალაქეები, სამშობლოში სპეციალური რეისით გამოამგზავრეს
Sputnik
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე გამოაძევეს, იუწყება ტელეკომპანია პირველი.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია სამშობლოში სპეციალური რეისით განხორციელდა. ისინი გერმანიის ტერიტორიაზე უავიზო რეჟიმის წესების დარღვევით იმყოფებოდნენ.
"ძალიან კარგი ქვეყანა იყო, მაგრამ რომ დაგვადეპორტეს - ძალიან ცუდია“, - უთხრა ტელეკომპანიას სამშობლოში დაბრუნებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ტვ პირველიველის ცნობით,დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციული წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში განხორციელდა.
როგორც ოპოზიციური ტელეარხი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს აცნობებს, რომ საქართველოში დაბრუნება უსაფრთხოა და მოქალაქეებს სრულად აქვთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები, რაც დეპორტაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.