აჭარაში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ინსპექტორებმა არალეგალური საწარმო არაგეგმიური ინსპექტირებისას გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე საქმიანობდა. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა, დაბინძურებული ინვენტარი, თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკისშემცველი მეთოდით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.