მარტვილში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 39 წლის მამაკაცი დააკავეს

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 38 წლის პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.