თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მისწავლეები საგაკვეთილო პროცესს 16 მარტიდან დაუბრუნდებიან, რადგანაც 14-15 მარტი უქმე დღეებს ემთხვევა.
განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 10 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით პერიოდში დაისვენებენ.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას - სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს.
სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს არ აქვთ საშემოდგომო არდადეგები, თუმცა აქვთ ზამთრის, საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგები. სააღდგომო არდადეგები წელს 9-13 აპრილის ჩათვლით პერიოდშია.
2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ ცხადდება და ოფიციალურად უქმე დღეების გარდა, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ წარიმართება.