აჭარაში თურქეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს: ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი

უწყების ცნობით, დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 26 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, დაკავებული მამაკაცი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც - წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.