თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. 2025 წელს საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი, 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 8,32%-ით გაიზარდა, დანაშაულის საერთო რაოდენობამ დაახლოებით 54, 1 ათასს მიაღწია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
2025 წელს ჩადენილი 54.134 დანაშაულიდან 70,01% გახსნილია. ეს ბოლო წლებში დაფიქსირებული დანაშაულის გამხსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, იძულება, მუქარა, „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი მხარდაჭერა და დაფინანსება, ასევე ნარკოდანაშაულები.
ამასთან, უწყების ცნობით, 2025 წელს საქართველოში ფინანსური და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამასთან, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა არც ერთი დანაშაული, როგორიცაა პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რასობრივი დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შეზღუდვა, ბანდიტიზმი, ტერორისტული თავდასხმები ან საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა. ეს ტენდენცია უკვე ორი წელია გრძელდება.
2025 წელს დაფიქსირებული ყველაზე გავრცელებული დანაშაულები:
ქურდობა – 13 896;
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები – 10 475;
მუქარა – 3 876;
ოჯახური ძალადობა – 3 353;
ძალადობა – 3 017.
გარდა ამისა, 2025 წელს სისხლის სამართლის 55 საქმე აღიძრა „განზრახ მკვლელობის“ და „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის“ მუხლებით, 126 - „გაუპატიურები“, 1.119 - „თვითმკვლელობამდე მიყვანის“, 5 - „ადამიანებით ვაჭრობის“, 71 - „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“, 13 - „არაადამიანური მოპყრობის“ და 150 - „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის“ მუხლებით.