თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აჭარის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 51 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, 53 წლის მეგობარს ნაჯახით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისკ-ის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს , რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.