თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
52 წლის მამაკაცი, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე, წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.