თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 47 წლის ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ის სამეგრელოს პოლიციამ თბილისში დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. აღნიშნული ქმედებით სალიზინგო კომპანიას 13 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა.
მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.