თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს შეადგენს.
აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 971,8 მლნ ლარამდეა დაგეგმილი, ხოლო ასიგნებები - 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, 2026 წელს ავტონომიის ბიუჯეტის შემოსავლები 816,8 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 800 მლნ ლარი საგადასახადო შემოსულობებია.
ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება. ხელისუფლება მხოლოდ რეკლამასა და რეგიონის განვითარებაზე 21,2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. ამასთან, ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის - 8,6 მლნ ლარის, ტურისტულ მარკეტინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - 9,3 მლნ ლარის.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობის პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2026 წელს 73 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო გარემოს დაცვაზე - დაახლოებით 6,7 მილიონი ლარი. კიდევ 144 მილიონს ავტონომიაში შემავალი რეგიონები მიიღებენ.
ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 87 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც ძირითადი ნაწილი მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და სოციალურ დახმარებას.
ხელისუფლება განათლებაზე 52,2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 13,1 მილიონი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება, 16,2 მილიონი კი უნივერსიტეტებს.