თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 და 36 წლის პირებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1,2 კგ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა" და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.