სამეგრელოში უცხოელი ნარკორეალიზატორი დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სენაკში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
42 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.